BMW Motorrad-ის გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
კომპანია "ჯი-თი მოტორსი" - საავტომობილო ბრენდების Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW/Mini-ს და BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალური იმპორტიორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას BMW Motorrad-ის გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155 სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი და ყოველი მეორე შაბათი - 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლების (ლიდების) კმაყოფილებაზე ზრუნვა. მოტოციკლეტებზე ინფორმაციის მიწოდება, წარდგენა; - შოურუმისა და პროდუქციის, ასევე სთოქისა და ტესტ-დრაივის მოტოციკლეტების მოწესრიგების უზრუნველყოფა და კონტროლი; - გაყიდვის პროცესში შიდა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და პროცესის დაგეგმვა; - მოტორადის ღონისძებების დაგეგმვასა და მენეჯმენტში მონაწილეობა; - კლიენტებისა და მოტოციკლეტების შესახებ ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა და მონაცემების სისწორის კონტროლი; - გაყიდვების მენეჯერის დახმარება მოტოციკლეტების გაყიდვის პროცესში; - შოურუმში და ონლაინ პორტალებზე ინფორმაციის განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული : - მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი; - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - A კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად; - რამდენიმე დავალებაზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; - ეფექტიანი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - მონაცემების დამუშავების უნარი; - Microsoft Office სამუშაო დონეზე ცოდნა; - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/7SpLKDKb
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.