მძღოლი-ექსპედიტორი - დისტრიბუტორი
სადისტრიბუციო კომპანია "Pine Tree International" აცხადებს ვაკანსიას სააფთიაქო ქსელების მომარაგების მიზნით მძღოლი-ექსპედიტორის (დისტრიბუტორი) პოზიციაზე.
მოვალეობები:
** გაყიდვების განყოფილების მიერ გაფორმებული შეკვეთების მიღება საწყობიდან, რაოდენობების და გადასატვირთი პროდუქციის ხარისხობრივი მითვლით; ** განსახორციელებელი ვიზიტების შესახებ ყოველდღიური გეგმების მიღება, გეგმების მიხედვით ვიზიტების განხორციელება და პროდუქციის დროული დარიგება ობიექტებზე; ** ობიექტზე პროდუქციის დროული შეტანა და შესაბამისი დოკუმენტური გაფორმება; ** ფულის მიღება ობიექტებისგან და კომპანიის ანგარიშზე შეტანა დადგენილ ვადებში;
პასუხისმგებლობა: დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება;
კვალიფიკაცია:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** სასურველია პროდუქტების გაყიდვების ტექნიკის ცოდნა; ** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;
პროდუქციის მომარაგება ხორციელდება ქ. ბათუმში მდებარე საწყობიდან.
აუცილებელია, რომ კანდიდატი ცხოვრობდეს აჭარის რეგიონში.
სამუშაო განაკვეთი: სრული; ანაზღაურება: შეთანხმებით მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 12კმ. პროდუქციის მიწოდების რეგიონი - აჭარა - სამეგრელო
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი 2026.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: HR@pinetreeint.com და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
გაცნობებთ, რომ "ფაინ თრი ინთერნეიშენალ"-ი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.