9,171 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9JP9J1A1 გამოქვეყნდა 23 სექ 13 ნახვა

გოა კრედიტი

გოა კრედიტი

HR მენეჯერი

გოა კრედიტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾1700 / თვეში ბოლო ვადა: 24 ოქტ

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხითა და ვალუტის კონვერტაციით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შერჩევის პროცესების მართვა;
  • ახალი თანამშრომლის ეფექტური ადაპტაციის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს მართვა და კონტროლი;
  • არსებული თანამშრომლების კარიერული წინსვლის/დაწინაურების სისტემების მონიტორინგი;
  • სახელფასო სისტემის, შვებულებებისა და დეკრეტების ადმინისტრაციული საქმიანობის სისტემური მართვა და
  • კონტროლი;
  • შეფასების სისტემების დახვეწა, განხორციელება და მონიტორინგი;
  • თითოეული პოზიციისთვის სამუშაო აღწერილობის შედგენა (საჭიროებისამებრ, პერიოდული კორექტირება);
  • კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბება არსებული თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებით;
  • პროფესიული განვითარების ტრენინგების დაგეგმვა, წარმართვის მონიტორინგი და რეპორტინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
  • ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, პეკინის N3 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00; შაბათი - 10:00-14:00. ანაზღაურება: 1700 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში (subject) გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. შპს "გოა კრედიტის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/ CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილის, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
გოა კრედიტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა