სასტერილიზაციოს ექთანი / მორიგე
ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სასტერილიზაციოს ექთანი (მორიგე),
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33; სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს განყოფილება: სასტერილიზაციო
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ქირურგიული იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება; - სასტერილიზაციოში მუშაობის წესების სწორად შესრულება კლინიკაში დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად; - სახარჯი მასალების მომზადება ოპერაციისათვის; - დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის წარმოება სტანდარტების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტერილიზაციოში; - პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0Gq6v92c