საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი
შპს "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ: სასაწყობე ოპერაციების ადმინისტრირება, პროგრამული აღრიცხვა და სასაწყობე დოკუმენტაციის მართვა.
შესასრულებელი სამუშაო:
** სასაწყობე განლაგების დაგეგმარებაში მონაწილეობა; ** სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღებისა და გაცემის პროგრამული აღრიცხვა; ** კომპანიის საწყობებში არსებული ბრუნვის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეყვანა; ** ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭებაში მონაწილეობის მიღება და საწყობში განთავსება; ** სასაწყობე ნაშთიდან ნაწილების ჩამოწერა სწორი ბრუნვის უზრუნველსაყოფად; ** ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და შენახვა; ** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება; ** აღრიცხვის აქტების მომზადება, გაფორმება და დაარქივება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; ** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).
დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://gsm.selfrecruit.ge/s/iYpE
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.