საწყობის თანამშრომელი
Expressgroup აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : საწყობის თანამშრომელი
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ყურადღებიან თანამშრომელს ამანათების საწყობში სამუშაოდ.
ძირითადი მოვალეობები
- საწყობში შემოსული ამანათების მიღება და სისტემაში სწორად ასახვა;
- ამანათების დახარისხება და თაროებზე განთავსება;
- ამანათების მოძიება და მომხმარებლებისთვის სწორად გაცემა;
- გაცემული ამანათების სისტემაში შესაბამისი სტატუსის დაფიქსირება;
- საწყობში წესრიგისა და ორგანიზებულობის დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება (არ არის სავალდებულო).
სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: 1000 ლარი;
- სამუშაო საათები: დღეში 6–8 საათი;
- დასვენების დღე: კვირა, შაბათი (ორ კვირაში ერთხელ)
პიროვნული უნარები
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- ახალგაზრდა და ენერგიულ გუნდთან ერთად მუშაობას;
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო ატმოსფეროს;
- გუნდურ მხარდაჭერას და თანამშრომლობას;
გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობას დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე.