გაყიდვების მენეჯერი
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
გაყიდვების მენეჯერი უზრუნველყოფს Bellevue Residence Suites-ისა და Boulevard Hotel Batumi-ის გაყიდვების, კომერციული და შემოსავლების მართვას, გაყიდვების სტრატეგიის განხორციელებას, პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და ობიექტების შემოსავლების მაქსიმიზაციას.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ორივე ობიექტისთვის, Bellevue Residence Suites (70 აპარტამენტი) და Boulevard Hotel Batumi (27 ნომერი);
- კორპორატიულ კლიენტებთან, ტურ-ოპერატორებთან, საბითუმო აგენტებთან და OTA პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება;
- ახალი გაყიდვების არხების და პარტნიორობების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების მომზადება;
- არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელისთვის;
- ფასწარმოქმნის სტრატეგიის შემუშავება და ყოველდღიურად დინამიური ფასების მართვა;
- მოთხოვნის პროგნოზირება და შემოსავლების ოპტიმიზაცია მაქსიმალური შემოსავლის მისაღწევად;
- დისტრიბუციის არხების (OTA, PMS, Channel Manager) მართვა და ტარიფების პარიტეტის კონტროლი;
- კონკურენტების ანალიზი და საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
- ძირითადი მაჩვენებლების (RevPAR, ADR, Occupancy) რეგულარული ანალიზი და ანგარიშგება;
- კომერციული ფართების პოტენციურ მოიჯარეებთან მოლაპარაკებების წარმოება და საუკეთესო პირობების შეთანხმება;
- კომერციული ფართების იჯარის ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება;
- კომერციული ფართების მოიჯარეების მხრიდან გადახდების გრაფიკის მონიტორინგი და დროული ანგარიშსწორების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების ან რევენიუ მენეჯმენტის მიმართულებით სასტუმროს ინდუსტრიაში;
- ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- მოლაპარაკებების და ხელშეკრულებების მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 -დან 18:30 -საათამდე;
- ანაზღაურება: შეთანხმებით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
- ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
- 50%-იანი ფასდაკლება Hampton by Hilton Batumi Center -ში;
- დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_wsk4c/
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.