8846 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9NKKA2Q3 გამოქვეყნდა 30 სექ 5 ნახვა

ტურინვესტ ჯგუფი

ტურინვესტ ჯგუფი

გაყიდვების მენეჯერი

ტურინვესტ ჯგუფი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

გაყიდვების მენეჯერი უზრუნველყოფს Bellevue Residence Suites-ისა და Boulevard Hotel Batumi-ის გაყიდვების, კომერციული და შემოსავლების მართვას, გაყიდვების სტრატეგიის განხორციელებას, პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და ობიექტების შემოსავლების მაქსიმიზაციას.

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ორივე ობიექტისთვის, Bellevue Residence Suites (70 აპარტამენტი) და Boulevard Hotel Batumi (27 ნომერი);
  • კორპორატიულ კლიენტებთან, ტურ-ოპერატორებთან, საბითუმო აგენტებთან და OTA პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება;
  • ახალი გაყიდვების არხების და პარტნიორობების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების მომზადება;
  • არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელისთვის;
  • ფასწარმოქმნის სტრატეგიის შემუშავება და ყოველდღიურად დინამიური ფასების მართვა;
  • მოთხოვნის პროგნოზირება და შემოსავლების ოპტიმიზაცია მაქსიმალური შემოსავლის მისაღწევად;
  • დისტრიბუციის არხების (OTA, PMS, Channel Manager) მართვა და ტარიფების პარიტეტის კონტროლი;
  • კონკურენტების ანალიზი და საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
  • ძირითადი მაჩვენებლების (RevPAR, ADR, Occupancy) რეგულარული ანალიზი და ანგარიშგება;
  • კომერციული ფართების პოტენციურ მოიჯარეებთან მოლაპარაკებების წარმოება და საუკეთესო პირობების შეთანხმება;
  • კომერციული ფართების იჯარის ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება;
  • კომერციული ფართების მოიჯარეების მხრიდან გადახდების გრაფიკის მონიტორინგი და დროული ანგარიშსწორების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების ან რევენიუ მენეჯმენტის მიმართულებით სასტუმროს ინდუსტრიაში;
  • ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მოლაპარაკებების და ხელშეკრულებების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 -დან 18:30 -საათამდე;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
  • 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
  • ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
  • 50%-იანი ფასდაკლება Hampton by Hilton Batumi Center -ში;
  • დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_wsk4c/

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა