მცირე ბიზნესის წამყვანი ბანკირი - თბილისი
სს „საქართველოს ბანკის“ მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის წამყვანი ბანკირის პოზიციაზე თბილისში.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, გექნება შესაძლებლობა:
- დაგეგმო და განახორციელო მომხმარებლებთან ვიზიტი, გააცნო არსებული ბიზნეს საკრედიტო პროდუქტები და მომსახურებები;
- დააიდენტიფიცირო მომხმარებლის მოთხოვნა, შესთავაზო შესაბამისი საკრედიტო პროდუქტი და გააცნო მისი უპირატესობები;
- შეისწავლო და აწარმოო მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის ანალიზი;
- მოამზადო საკრედიტო განაცხადი და წარადგინო კომიტეტზე;
- გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან, საჭიროების შემთხვევაში გაუწიო კონსულტაცია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები
- ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად, სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო ცოდნა;
- მოლაპარაკებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
- ორგანიზებულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;
- მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;
ჩვენ გთავაზობთ
- სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი) და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 17 ნოემბერი, 2026 წელი.