8482 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9PAZCK09 გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

ბიზნესისა და ფინანსური ანალიტიკოსი

ალტრიქს ლოჯისტიკა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ალტრიქს ლოჯისტიკა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესისა და ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"ალტრიქს ლოჯისტიკა" ბაზარზე 2025 წლიდან პოზიციონირებს. კომპანიას აქვს დანერგილი მაღალი სტანდარტები, გამართული სასაწყობე ინფრასტრუქტურა და სრული ლოჯისტიკური მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით — ეს ჩვენი პარტნიორებისთვის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტიაა.

"ალტრიქს ლოჯისტიკა"

ჩვენ ვაერთიანებთ 150-ზე მეტ კვალიფიციურ თანამშრომელს. ჩვენთვის პრიორიტეტულია თითოეული მათგანის პროფესიული განვითარება, კომფორტული სამუშაო გარემო და კეთილდღეობა, რადგან გვჯერა, რომ დიდი მიზნები მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი სხვადასხვა ჭრილში (შემოსავლები, ხარჯები); ** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის მომზადება; ** ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი, ფაქტის ბიუჯეტთან შედარება და გადახრების ანალიზი; ** ფინანსური პროგნოზების, ფულადი სახსრების მოძრაობის (Cash Flow) პროგნოზისა და სხვადასხვა სცენარის მომზადება; ** გაყიდვების ანალიზი სხვადასხვა ჭრილში (ფილიალი, არხი, პროდუქტი, კლიენტი); ** მარაგების ანალიზი — მარაგის დონეები, ბრუნვადობა, ზედმეტი/დეფიციტური პოზიციები; ** ხარჯების აღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება; ** მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება და რეპორტინგის წარმოება; ** რეპორტინგის ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია, ვიზუალური ფინანსური dashboard-ების შექმნა და მართვა; ** საბიუჯეტო და სტრატეგიული ფინანსური გეგმების შედგენაში მონაწილეობა და მენეჯმენტისთვის წარდგენა; ** ფინანსური და ოპერაციული პროცესების მართვის კუთხით საკუთარი ხედვისა და ინიციატივების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, მონაცემთა ანალიტიკის ან თანმდევი მიმართულებით; ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ და/ან ბიზნეს ანალიზში (FP&A, ბიზნეს ანალიტიკა) ან მსგავს პოზიციაზე; ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (რთული ფორმულები, Pivot, მონაცემთა მოდელირება); ** მონაცემთა ვიზუალიზაციისა და dashboard-ების მომზადების უნარი; ** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებისა და ფინანსური ანგარიშგების ცოდნა; ** ქართული ენა — თავისუფლად; ინგლისური ენა — სამუშაო დონეზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-დან 19:00-მდე (1 საათი შესვენება); ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე ინდივიდუალურად იქნება განხილული. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისანი, გ.ლორთქიფანიძის 83.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტრიქს ლოჯისტიქსი" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/GTpgAN2e

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ალტრიქს ლოჯისტიკა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის