9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

9QERZK2E გამოქვეყნდა 10 ოქტ 56 ნახვა

სტაჟირების პროგრამა საავტომობილო ინდუსტრიის მიმართულებით

MKL Shipping გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾600 / თვეში ბოლო ვადა: 7 ნოე

ამერიკული კომპანია "MKL Shipping" 15 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს ავტომობილების იმპორტს აშშ-დან, ფლობს 4 საკუთარ ავტოსადგომს ამერიკის ოთხ შტატში პორტებთან; უზრუნველყოფს სრულ ლოგისტიკურ სერვისს გლობალურ ბაზარზე. 80 000+ ავტომობილი, 25 000+ კონტეინერი და 80 000+ კმაყოფილი მომხმარებელი MKL Shipping-ის გამოცდილების დასტურად გვევლინება.

ქართული წარმომადგენლობა ფუნქციონირებს 2023 წლიდან.

ამჯერად, "MKL SHIPPING" იწყებს სტაჟირების პროგრამას მათთვის, ვისაც ავტომობილები ნამდვილად უყვარს და სურს კარიერა საავტომობილო ინდუსტრიაში დაიწყოს. თუ გიყვარს ავტომობილებზე საუბარი, შეგიძლია ადამიანების ინტერესებისა და საჭიროებების გაგება და გინდა, მომხმარებლისთვის ავტომობილის შერჩევა განსაკუთრებულ გამოცდილებად აქციო, მაშინ გელით ჩვენს გუნდში.

გამოცდილება არაა აუცილებელი, მთავარია გიყვარდეთ მომხმარებელთან კომუნიკაცია და ავტომობილები, დანარჩენს კი (ავტომობილების შერჩევას, COLD CALL-ის სტრუქტურას, გაყიდვების სრულ ციკლს, მოლაპარაკებების სპეციფიკას და ა.შ.) ადგილზე ჩვენ შეგასწავლით.

"MKL SHIPPING"-ში დაგხვდება: - პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო; - პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; - სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები; - მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

სტაჟირება ანაზღაურებადია - 600 ლარი ნეტ. გრაფიკი - 10:00-18:00 ლოკაცია - ბათუმი, ანატოლი კაჭარავას N5 ხანგრძლივობა - 6 თვე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვწეროთ მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე. მეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა