8634 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9RBWWBFD გამოქვეყნდა 2 ოქტ 6 ნახვა

საქართველოს მულტიდისციპლინური მედიცინისა და რეაბილიტაციის აკადემია

საქართველოს მულტიდისციპლინური მედიცინისა და რეაბილიტაციის აკადემია

თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ოქტ

შპს „საქართველოს მულტიდისციპლინური მედიცინის და რეაბილიტაციის აკადემია“ აცხადებს ვაკანსიას BLS (Basic Life Support) ტრენერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები - BLS/CPR-ის სასწავლო ტრენინგების ჩატარება; - ზრდასრულთა, ბავშვთა და ორსულთა საბაზისო სიცოცხლის მხარდაჭერის პრაქტიკული უნარების სწავლება; - ავტომატური გარე დეფიბრილატორის (AED) გამოყენების სწავლება; - სასწავლო მანეკენებზე პრაქტიკული უნარების დემონსტრირება და მონაწილეთა შესრულების შეფასება; - ტრენინგის მონაწილეთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და უნარების შეფასება; - სასწავლო მასალებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ეფექტიანად გამოყენება; - აკადემიის მიერ განსაზღვრული სასწავლო პროგრამის, მეთოდოლოგიისა და შესაბამისი პროტოკოლების დაცვით მუშაობა; - ტრენინგის პროცესში უსაფრთხოების წესებისა და პროფესიული სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი სამედიცინო განათლება; - გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით შესაბამისი კვალიფიკაცია და/ან მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი; - BLS/CPR/AED-ის მიმართულებით შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; - BLS ტრენერად/ინსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული BLS რეკომენდაციებისა და პრაქტიკული მიდგომების ცოდნა; - პრაქტიკული უნარების ეფექტიანად დემონსტრირებისა და სწავლების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარები.

სამუშაო პირობები - სამუშაო ფორმატი: ტრენინგები ჩატარდება აკადემიის სასწავლო პროგრამის შესაბამისად, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის საფუძველზე. - ანაზღაურება: შეთანხმებით. - კანდიდატურის წარდგენა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სადაც მითითებული იქნება განათლების, პროფესიული გამოცდილებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს მულტიდისციპლინური მედიცინისა და რეაბილიტაციის აკადემია
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა