9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

9RGD6321 გამოქვეყნდა 6 ოქტ 38 ნახვა

მთავარი ენერგეტიკოსის მოადგილე ქიმიურ საწარმოში

კოპანია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
₾3000–4500 / თვეში ბოლო ვადა: 3 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია აცხადებს ვაკანსიას: მთავარი ენერგეტიკოსის მოადგილე ქიმიურ საწარმოში

უცხოური კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობა ეძებს კვალიფიციურ და ენერგიულ ენერგეტიკოსს, ორგანიზაციის ენერგო მეურნეობის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად. სამსახური უზრუნველყოფს ორგანიზაციის ელექტრო და სხვა ინფრასტრუქტურის უსაფრთხო, უწყვეტ და ეფექტურ ფუნქციონირებას.

ძირითადი მოვალეობები: - საწარმოს უწყვეტი უზრუნველყოფა ენერგორესურსებით (ელექტროენერგია, წყალი) - ენერგოსისტემების ტექნიკური მომსახურება (ტრანსფორმატორული ქვესადგური, წყლის დამუშავების სისტემა) - საწარმოს ელექტროტექნიკური გუნდის მართვა, განვითარება და მოტივირება მთავარ ენერგეტიკოსთან ერთად - ენერგომოწყობილობების ტექნიკური მომსახურება და შეკეთება - ახალი დანადგარების მონტაჟსა და ამუშავებაში მონაწილეობა - კონტრაქტორების საქმიანობის ზედამხედველობა - პრევენციული ღონისძიებების დანერგვა და მართვა - საინჟინრო სისტემებთან ინტეგრაცია (სატუმბი და ავტომატიზაციის სისტემები) - ენერგოეფექტურობის პროექტების ინიცირება, შემუშავება და დანერგვა მოხმარების შემცირებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით

კანდიდატის პროფილი: - უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის ან ტექნიკური მიმართულებით - 6 კვ. ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობების ექსპლუატაციის ცოდნა - სატრანსფორმატორო ქვესადგურების (6/0,4 კვ) ექსპლუატაციის ცოდნა და გამოცდილება - ელექტროგანაწილებისა და სარელეო დაცვის სისტემების ცოდნა - დიზელ-გენერატორებისა და UPS-ების ექსპლუატაციის ცოდნა - ენერგოეფექტურობის პროექტების დანერგვის პრაქტიკული გამოცდილება - წყლის დამუშავების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება - ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი (სქემები, ნახაზები) - პერსონალის მართვის გამოცდილება - კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი - მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის მართვის ან ექსპლუატაციის სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნის არანაკლებ 2 წელი - ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1+ დონეზე - ეფექტური კომუნიკაციის უნარი

სამუშაო პირობები: - სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი - მდებარეობა: თბილისი, საბურთალოს რაიონი - ანაზღაურება: 3000 - 4500 ლარი (დარიცხვით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და უნარების შესაბამისად)

დამატებითი ბენეფიტები: - ჯანმრთელობის დაზღვევა, - წლიური საბონუსო სისტემა, - ავტოსადგომი (პარკინგი), - Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

შენიშვნა: მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა