8702 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9RGY0VQJ გამოქვეყნდა 10 სექ 3 ნახვა

სასტუმრო Astoria Tbilisi

სასტუმრო Astoria Tbilisi

ადმინისტრატორი

სასტუმრო Astoria Tbilisi
პირდაპირი

რას ნიშნავს „პირდაპირი“

ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.

ასაქმებ? პირდაპირი განცხადებები სარკისებურ ასლებზე მაღლა ჩანს, განაცხადები პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან აიღე შენი განცხადება უფასოდ.

თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სასტუმრო "Astoria Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1300 NET ლარი სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭონქაძის 21 სამუშაო საათები: 2/2 სმენა, 12-საათიანი გრაფიკი - დღის და ღამის ცვლა.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - სერვისების, ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და შესაბამისი ოპერაციების შესრულება; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა/გადამისამართება; ** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; ** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია სასტუმროს ოპერაციების შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (გასაუბრება ჩატარდება ქართულად, ინგლისური და რუსული კომპონენტებით); ** აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; ** სასტუმრო პროგრამების ცოდნა (სასურველია ფიდელიო ან/და ელექტრა)

ჩვენ გთავაზობთ:

** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის; ** ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას; ** კვებით უზრუნველყოფას

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თვლით, რომ კომპეტენციები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR@astoriatbilisi.ge. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("ადმინისტრატორი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ გაეცანით აღნიშნულ პირობას და თანხმობას აცხადებთ, რომ 1 წლის განმავლობაში შევინახავთ და და დავამუშავებთ თქვენს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმების მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სასტუმრო Astoria Tbilisi
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა