გაყიდვების მენეჯერი
"Lion Auto" ავტოიმპორტიორი კომპანიაა, რომელიც მოღვაწეობს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. კომპანიამ 10 000-ზე მეტი ავტომობილის უსაფრთხოდ ჩამოყვანა უზრუნველყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან დანიშნულების ადგილამდე.
ჩვენ ვეძებთ, შედეგებზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროცესის მართვაზე.
თუ ხარ მოტივირებული და გიყვარს გაყიდვები გამოაგზავნე CV.
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
მდებარეობა: თბილისი ბელიაშვილის ქ.
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომობილების გაყიდვა;
** პოტენციური და არსებული მომხმარებლების მოძიება/მართვა
** მომხმარებელთან მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა;
** CRM სისტემაში ინფორმაციის განახლება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების მონიტორინგი.
მოთხოვნები:
** გაყიდვების გამოცდილება (ავტომობილების სფერო ჩაითვლება უპირატესობად)
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
** საბაზისო კომპიუტერული უნარები
შპს "ლაიონ ავტო" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.