გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
−34% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,258 ₾ · 108 განცხადება
გამოქვეყნდა 16 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ
კომპანია "სტანდარტი +" ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებელთა ოპერატიული, თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
- შემოსულ შეტყობინებებზე (facebook, whatsapp-სა და viber-ში) და სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- შეკვეთების მიღება და კომპანიის პროგრამა bao-ში შეტანა.
მოთხოვნები
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
- პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ
- დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები
- ანაზღაურებადი სტაჟირება (ხელზე ასაღები): 1000 ლარი;
- ხელფასი სტაჟირების შემდეგ (ხელზე ასაღები): 1500 ლარი;
- მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე, თ. ერისთავის ქუჩა #1;
- სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 10:00 სთ -18:00 სთ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.