8546 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9TJBVDQP გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

ბრენდ ჰაუსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾2000 / თვეში ბოლო ვადა:

"ბრენდ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ ხარ კომუნიკაბელური, ენერგიული, პასუხისმგებლიანი და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გელოდებით ჩვენს გუნდში! ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გაყიდვების შედეგი, ასევე მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება და გუნდური მუშაობა.

რას გთავაზობთ?

** 2, 000 ლარი ფიქსირებული ხელფასი;

** დამატებითი საბონუსე სისტემა - შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების შესაძლებლობა;

** 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე;

** თანამშრომლის პერსონალური ფასდაკლება;

** სამედიცინო დაზღვევა;

** წლიური ანაზღაურებადი შვებულება;

** დამატებითი/სპეციალური შეთავაზებები თანამშრომლებისთვის;

** დაწინაურების შესაძლებლობა

** მეგობრული, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

შენი ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;

** მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;

** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგებული წარმოდგენის უზრუნველყოფა;

** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.

რას ველოდებით შენგან?

** კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის კარგი უნარები;

** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

** გაყიდვების შედეგზე ორიენტირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა გამოცდილების არქონის შემთხვევაშიც განვიხილავთ მოტივირებულ კანდიდატებს.

** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

რატომ "Brand House"?

ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ქმნის ძლიერ ბრენდს. "Brand House"-ში დაგხვდება გარემო, სადაც შენი შრომა დაფასდება, შედეგი წახალისდება, ხოლო განვითარებისთვის რეალური შესაძლებლობები გექნება.

გამოგზავნე შენი CV ელფოსტაზე: და შემოგვიერთდი "Brand House"-ის გუნდში!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბრენდ ჰაუსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა