მარკეტინგის მენეჯერი
სამკაულების მაღაზიათა ქსელი "Trésor • ტრესორი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** მარკეტინგული კამპანიების, ღონისძიებების და ბრენდის აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** სოციალური მედიის არხების მართვაში ჩართულობა - პოსტების, სთორებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების განთავსების პროცესის კოორდინაცია და განთავსებული მასალების მონიტორინგი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტთან კომუნიკაციის გზით;
** ბრენდის მიზნებისა და სამიზნე აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად პოსტების, სთორების, რილსებისა და სხვა ფორმატის კონტენტის თემატიკის დაგეგმვა სოციალური მედიის პლატფორმებისთვის;
** დიზაინერთან, ფოტოგრაფთან, ვიდეოგრაფთან და სხვა პარტნიორებთან კომუნიკაცია კომპანიაში დაგეგმილი კამპანიების ჭრილში
** გაყიდვების გუნდის მიერ დაგეგმილ აქციებთან, ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამისი მარკეტინგული კონტენტის მომზადება, როგორც სოც მედიისთვის, ასევე ფიზიკური მაღაზიებისთვის. ვებგვერდზე ზემოაღნიშნული შეთავაზებების ვიზუალური კონტენტის განახლების კოორდინაცია კომპანიის დიზაინერთან და ტექნიკურ მენეჯერთან.
** ფილიალებისთვის საჭირო მარკეტინგული მასალების მომზადების და განაწილების კოორდინაცია;
** ბრენდის სამიზნე აუდიტორიისა და კამპანიის მიზნების შესაბამისად ინფლუენსერებისა და კონტენტ კრეატორების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და თანამშრომლობების კოორდინაცია;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული შეთავაზებების, სარეკლამო აქტივობების, ფასდაკლებების, სპეციალური შეთავაზებების, სოციალური მედიის კომუნიკაციისა და ახალი ინიციატივების მონიტორინგი; მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და ძირითადი ტენდენციების გამოვლენა
** ინდუსტრიაში არსებული სიახლეების, მომხმარებელთა ქცევის, მოთხოვნის ცვლილებების, ახალი პროდუქტების, საკომუნიკაციო ფორმატებისა და მარკეტინგული ტენდენციების რეგულარული მონიტორინგი;
** პარტნიორებთან, სავაჭრო ცენტრებთან და სხვა გარე მხარეებთან მარკეტინგულ საკითხებზე კომუნიკაცია; კომპანიის გაყიდვების გუნდთან ერთად სარეკლამო აქტივობების, ღონისძიებების, ვიზუალური მასალებისა და სხვა მარკეტინგული ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; საჭირო პირობების, ვადებისა და მოთხოვნების შეთანხმება;
** მარკეტინგული კალენდრის წარმოება და დაგეგმილი აქტივობების შესრულების მონიტორინგი;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან/და გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** სასურველია Adobe, Canva ან სხვა დიზაინ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Google Analytics და Meta Business Suite-ის საბაზისო ცოდნა.
პროფესიული უნარები:
** პროაქტიული და ინიციატივიანი;
** კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე 10:00-19:00
** ლოკაცია: თბილისი, პეკინის გამზირი #34
** მივლინების საჭიროება: შესაძლოა ბათუმი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.