8418 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9VFJNAT2 გამოქვეყნდა 27 აგვ 25 ნახვა

HORIZONS GROUP

HORIZONS GROUP

ადმინისტრატორი

HORIZONS GROUP გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა:

„ჰორიზონს აპარტ’ოტელი“ აცხადებს ვაკანსიას აპარტ’ოტელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი. სამუშაო გრაფიკი: სრული (მოძრავი გრაფიკი). ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 + ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ბაკალავრის ხარისხი (განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად); - სასტუმროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; - სასტუმროს მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე ზრუნვა; - ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენების ჩაითვლება უპირატესობად); - საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა; - სასტუმროს მართვის საერთაშორისო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები: - ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების მიღება; - მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა; - აპარტ’ოტელის დაკავებულობის მაჩვენებლის, დღის ნომრის ფასების, ოთახების სტატუსების, შემოსული და შემომსვლელი სტუმრების მოთხოვნების სტატუსების მუდმივი კონტროლი; - დეტალური ინფორმაციის ფლობა - აპარტ’ოტელში არსებული სხვა ობიექტების და მათი ტარიფების შესახებ; - სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების ზუსტად განხორციელება; - ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა, როგორც მომხმარებელთან, ასევე თანამშრომლებთან; - აპარტ’ოტელის დოკუმენტაციასთან მუშაობა; - უშუალო უფროსის სხვა და სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები: - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; - დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: - მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის; - თბილ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - აპარტ’ოტელის ადმინისტრატორი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
HORIZONS GROUP
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის