7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9W4MJ36R გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

ციფრული არხების ოპერატორი

PCshop.ge via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

შპს პისიშოპ.ჯი, კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/

კომპანია „პისიშოპ.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას ციფრული არხების ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას 42. სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები: - საკომუნიკაციო არხებზე მოსული მოთხოვნების დამუშავება, პასუხის გაცემა და განაწილება პასუხისმგებელი პირებისთვის; - ონლაინ შეკვეთის მიღება, დამუშავება და მიწოდების დაგეგმვა; - შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა; - პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პოტენციური მომხმარებლებისთვის; - საჭიროებისას მომხმარებელთან კომუნიკაცია; - პრობლემის დროულად იდენტიფიცირება და ოპერატიულად მოგვარება; - რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გამართული მეტყველების და გადმოცემის უნარი; - სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები: - შრომისმოყვარება; - კომუნიკაბელურობა; - ენერგიულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - პუნქტუალურობა; - პრეზენტაბელურობა; - მოტივირებულობა; - თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ: - მაღალი სტანდარტების მქონე კომანიაში მუშაობის შესაძლებლობას - ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტლური ბონუსი - ჯანმრთელობის დაზღვევას; - სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; - Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pcshop.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელებ

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
PCshop.ge
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა