9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

9WDZCFPX გამოქვეყნდა 12 ოქტ 33 ნახვა

უსაფრთხოების მენეჯერი

ჯორჯიან ბეტონ კომპანი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

შპს "ჯორჯიან ბეტონ კომპანი" გახლავთ მსოფლიო ბაზარზე ბეტონის წარმოებისა და რეალიზაციის ფრანგულ შვეიცარიული კომპანია "LAFARGE HOLCIM"-ის წარმომადგენლობა საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოო ტერიტორიის რეგულარული შემოვლა, სამუშაო პროცესების მონიტორინგი და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
  • სამუშაო ადგილზე გამოვლენილი საფრთხეების, დარღვევებისა და ინციდენტების დაფიქსირება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
  • მძღოლებისა და ვიზიტორებისთვის პირველადი უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
  • მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და გამოვლენილი რისკების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და მოხსენებების მომზადება;
  • მომუშავე თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (პერსონალური დამცავი აღჭურვილობის) გაცემა და მათი სწორად გამოყენების კონტროლი;
  • სამუშაო პროცესებზე დაკვირვება და უსაფრთხოების მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის კონტროლი;
  • დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი აქტის შედგენა და მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
  • საწარმოო ტერიტორიაზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებების მდგომარეობისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
  • კონფიდენციალურობისა და ორგანიზაციის კორპორაციული ღირებულებების დაცვა;
  • ორგანიზაციის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;
  • სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის ხელშეწყობა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სათანადო აღრიცხვაზე, გაცემასა და შენახვის წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა;
  • გამოვლენილი საფრთხეებისა და დარღვევების შესახებ შესაბამისი პირების დროული ინფორმირება;
  • შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო სფეროში ან საწარმოო გარემოში, განსაკუთრებით ბეტონის ქარხანაში, მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • შრომის უსაფრთხოების მოქმედი სერტიფიკატის ფლობა; (ვადა მინ 1 წელი)
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციასთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Word, Excel და სხვა) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების დროულად გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • თანამშრომლებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაჰესი, ბეტონის ქარხანა. სამუშაო დრო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 სთ;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და დანიშნულებაში მიუთითეთ უსაფრთხოების მენეჯერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა