დაცვის სამსახურის სპეციალისტი
შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას დაცვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები
- კლინიკების შენობაში მომუშავე პერსონალისა და კლინიკის ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების (პაციენტების/მომხმარებლების, ვიზიტორების)ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა;
- კლინიკის შენობის დათვალიერება და შემოწმება (შემოვლა) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება;
- კლინიკის გარე პერიმეტრის კონტროლი; უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მისი დათვალიერება;
- კლინიკის ტერიტორიაზე მყოფი პაციენტების/მომხმარებლების და სხვა პირების (პაციენტის სტუმრების/ვიზიტორების, პაციენტის თანმხლები პირების) მოძრაობის და მათი მოქმედების უსაფრთხოების კონტროლი;
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პროფესიული უნარ-ჩვევები
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
- კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!