8665 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9WNS6QWH გამოქვეყნდა 11 სექ 2 ნახვა

კოტეკონს ქონსთრაქშენი

კოტეკონს ქონსთრაქშენი

კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველი

კოტეკონს ქონსთრაქშენი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამშენებლო კომპანია,, კოტეკონს კონსთრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე (Structural Supervisor). Coteccons Construction 20 წელზე მეტი გამოცდილებით წარმოადგენს ვიეტნამის ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანიას. კომპანია ახორციელებს მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ, კომერციულ, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იყენებს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებს და თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

კომპანია ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს საქართველოში, რაც კომპანიის გრძელვადიან ხედვას, მაღალ ამბიციებსა და საქართველოს სამშენებლო სექტორის განვითარებაში აქტიურ ჩართულობას უსვამს ხაზს.

ბათუმში მდებარე ერთ ერთი პროექტისთვის ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელსაც სურს განვითარება, მუშაობა საერთაშორისო სტანდარტების მქონე სამშენებლო პროექტზე და გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობა.

ფუნქცია-მოვალეობები: - ყალიბის, არმატურისა და ბეტონის სამუშაოების ზედამხედველობა ობიექტზე; - შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი დამტკიცებულ ნახაზებთან, სპეციფიკაციებთან და ACI / EN მოთხოვნებთან; - ბეტონის ჩაწყობის წინ შემოწმებების ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; - ქვეკონტრაქტორებისა და სამუშაო ბრიგადების კოორდინაცია ყოველდღიურ კონსტრუქციულ სამუშაოებზე; - პროგრესის, გადახრებისა და ობიექტზე არსებული საკითხების ანგარიშგება მშენებლობის მენეჯერთან; - სამუშაო ზონაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობის ან სამშენებლო კონსტრუქციების მიმართულებით; - მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის გამოცდილება (მინიმუმ 1–2 დასრულებული პროექტი; - ACI და EN სტანდარტების კარგი ცოდნა; - კონსტრუქციულ სამუშაოებში ობიექტზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება; - ინგლისური ენის სამუშაო, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; - კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი.

უნარ-ჩვევები: - პასუხისმგებლიანობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ხარისხზე ორიენტირებულობა; - ორგანიზებულობა; - კოორდინაციის უნარი; - მართვის უნარი; - მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები: - სამუშაო საათები 09:00 – 18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; - სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, ბარბიუსის 6; - ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ სამედიცინო დაზღვევა; - კორპორატიულ სიმ-ბარათი უფასო ინტერნეტითა და სალაპარაკო წუთებით; - პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს,,კოტეკონს კონსთრაქშენმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „კოტეკონს კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კოტეკონს ქონსთრაქშენი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა