ადმინისტრატორი
ორბი ჯგუფის სასტუმრო "Hotel Orbi Palace ", რომელიც მდებარეობს ბაკურიანში (დიდველი), აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მოვალეობები: - სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; - სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ; - ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება; - სასტუმროში შემოსულ სატელეფონო ზარებზე და ელ. წერილებზე პასუხის გაცემა; - სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები: - უცხო ენების ინგლისური და რუსული(საშუალო)დონეზე ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. - სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად. - საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office / Excel / Power Point) - კეთილგანყობილი, როგორც სტუმროს ასევე თანამშრომლების მიმართ - პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი - ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი და ყურადღებიანი - სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
ჩვენ გთავაზობთ: - საცხოვრებელი კეთილმოწყობილი ბინით და კვებით უზრუნველყოფას - მეგობრულ და გუნდურ გარემოს - ზრდის და განვითარების ხელშეწყობას
სამუშაო განრიგი: ცვლაში
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით (3X4), მისამართზე და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.