7984 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9XHFT8QH გამოქვეყნდა 1 სექ 3 ნახვა

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

Onex Georgia გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ONEX GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ:

"ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად კი, საქართველოში ONEX ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა. ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა.

პოზიციის აღწერა:

ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით გამორჩეულ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელიც დაეხმარება ჩვენს მომხმარებელს ყველა შესაბამისი საკითხის მოგვარებაში. თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა შეკითხვების და მოთხოვნებზე ეფექტური და დროული პასუხების გაცემა ზარის, ელექტრონული ფოსტის და ჩატის მეშვეობით

** მომხმარებელთა პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა

** თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტთან

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** პრობლემების გადაჭრის და კომუნიკაციის უნარები

** გუნდური მუშაობის უნარი

** ენერგიული და პოზიტიური დამოკიდებულება

** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამები)

** ქართული და ინგლისურის ცოდნა მაღალ დონეზე (რუსული ენის ცოდნა- სასურველია)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;

** ფიქსირებული ანაზღაურებას + ბონუსი

** Fitpass

** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე:

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. კომპანია იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Onex Georgia
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა