გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

9Y9W68B8 გამოქვეყნდა 1 ნოე 28 ნახვა

კურიერი

DHL

DHL

DHL გარე განცხადება
₾1400 / თვეში −20% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,755 ₾ · 21 განცხადება ბოლო ვადა: 28 ნოე
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში. თუ ხარ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკურ გარემოში მუშაობა — შემოგვიერთდი DHL-ის გუნდში!

რას გთავაზობთ?

  • ფიქსირებული ხელფასი — 1,400 ლარი + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი
  • სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფა
  • კომპანიის ავტომობილი დაზღვეულია
  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტი სამუშაო მობილურ ნომერზე
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • ორშაბათი–პარასკევი: 09:30–18:30
  • შაბათი: 10:00–14:00 (მცოცავი)
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, კლინიკა „ვივამედის“ მიმდებარე ტერიტორია

ძირითადი მოვალეობები

  • საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
  • ჩამოსული ამანათების დახარისხება;
  • მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
  • ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
  • ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
  • კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
  • გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.
  • კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია

  • პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა