8525 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9YNKP1TA გამოქვეყნდა 8 სექ 10 ნახვა

Premier Group

Premier Group

გაყიდვების მენეჯერი

Premier Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1300 / თვეში ბოლო ვადა:

საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია, Premier Group რომელიც ესთეტიკური მედიცინის წამყვანი აპარატების მიმართულებით მუშაობს, ეძებს შედეგზე ორიენტირებულ და ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს.

თუ გაქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, გიყვარს ესთეტიკური მედიცინა/Beauty ინდუსტრია და გსურს მზარდ საერთაშორისო ბრენდთან ერთად განვითარდე, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები: - B2B გაყიდვების მართვა ესთეტიკური მედიცინისა და კოსმეტოლოგიის მიმართულებით. - ახალი პარტნიორების (კლინიკები, ესთეტიკური ცენტრები, ექიმები/კოსმეტოლოგები) მოძიება და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება. - არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება. - პროდუქციის/აპარატურის პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება (როგორც ონლაინ, ისე ადგილზე ვიზიტებით). - შემოსული ლიდების დამუშავება და კომერციული წინადადებების მომზადება. - გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველთვიური რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გამოცდილება ესთეტიკის / Beauty სფეროში (სასურველია). - გაყიდვების მიმართულებით მუშაობის წარმატებული გამოცდილება (B2B გაყიდვები ჩაითვლება უპირატესობად). - ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. - გამართული და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი (სიტყვიერი და წერილობითი). - მოლაპარაკებების მართვისა და დარწმუნების მაღალი უნარი.

პიროვნული თვისებები: - შედეგზე და მიზნებზე ორიენტირებულობა. - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა. - აქტიური, ინიციატივიანი და კომუნიკაბელური.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები: ფიქსირებული ხელფასი: 1300 GEL + ბონუსები გაყიდვებიდან (გეგმის შესრულების მიხედვით). სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ. სამუშაო გარემო: მყუდრო, მეგობრული და პროფესიული ზრდისთვის ღია გარემო.

თუ ხარ შედეგზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური და გიყვარს გაყიდვების სფერო — შესაძლოა, სწორედ შენ გეძებთ!

თუ გინდა იმუშაო განვითარებად კომპანიაში, გაიზარდო პროფესიულად, მიიღო ახალი გამოცდილება და შენი შედეგები რეალურად იყოს დაფასებული — შემოგვიერთდი.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც გაყიდვები უბრალოდ სამსახური კი არა, შესაძლებლობა ჰგონია.

თუ ფიქრობ, რომ ეს შენზეა — გამოგვიგზავნე CV და გაგვიცანი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზუმე (CV) ელ-ფოსტაზე: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: Sales Manager

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Premier Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის