გენერალური მდივანი
"საქართველოს სპორტინგის ფედერაცია" არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა მიმართულია საქართველოში თეფშზე სროლის სპორტული დისციპლინების — მრგვალი სტენდის, სასანგრე სტენდის, კომპაკისა და სპორტინგის განვითარებისა და პოპულარიზაციისკენ.
ფედერაციის საქმიანობა მოიცავს მისი წესდებით განსაზღვრულ როგორც ოლიმპიურ — მრგვალ სტენდსა და სასანგრე სტენდს, ისე არაოლიმპიურ — კომპაკ-სპორტინგსა და სპორტინგის დისციპლინებს.
ფედერაციის მიერ ცხადდება კონკურსი ფედერაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანია ფედერაციის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო საქმიანობის ეფექტიანი მართვა. ამ მიზნებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეჯიბრებების ორგანიზება, სპორტსმენთა მომზადებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და ფედერაციის საქმიანობის პოპულარიზაცია.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილის სასროლეთი
ძირითადი ფუნქციები
- ფედერაციის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო საქმიანობისა და დაქვემდებარებული გუნდის მართვა.
- სროლის დისციპლინებში შეჯიბრებებისა და ტურნირების ჩატარების ორგანიზება, კალენდრის შემუშავება, შეთანხმება და განხორციელება.
- ადგილობრივი და საერთაშორისო შეჯიბრებების ორგანიზება — დაგეგმვიდან ფინანსურ დახურვამდე.
- გასვლითი შეჯიბრებებისთვის დელეგაციების რეგისტრაციის, მგზავრობის, განთავსებისა და აღჭურვილობის კანონიერი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
- ტექნიკურ გუნდთან ერთად შეჯიბრებების უსაფრთხოებისა და საორგანიზაციო მზადყოფნის კოორდინაცია.
- სპორტსმენთა მომზადებისა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისთვის საჭირო რესურსების ორგანიზება.
- უცხო ქვეყნების ფედერაციებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება, ერთობლივი ღონისძიებებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზება.
- კლუბებთან თანამშრომლობა და სროლის დისციპლინების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა მიუკერძოებელი მიდგომით.
- ბიუჯეტის მომზადება და შესრულების კონტროლი, შესყიდვებისა და დაფინანსების მიზნობრივი გამოყენების მართვა.
- სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაცია სპორტული იარაღის ნებართვებისა და კანონიერ შემოტანა-გატანასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
- PR საქმიანობის კოორდინაცია, მედიისთვის მასალებისა და პრეზიდენტისა და სპიკერებისთვის გამოსვლის ძირითადი გზავნილების მომზადება.
- მმართველი ორგანოების სხდომების ადმინისტრაციული მხარდაჭერა, გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება: აუცილებელია უმაღლესი განათლება, მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი. სასურველია მენეჯმენტის, სპორტის მენეჯმენტის, სამართლის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.
- გამოცდილება: აუცილებელია ორგანიზაციული ან პროექტული მართვის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის სულ მცირე 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე. სასურველია სპორტულ ან საერთაშორისო ფედერაციაში მუშაობისა და საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვისა და ჩატარების გამოცდილება.
- ბიუჯეტის, შესყიდვების, სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და ანგარიშგების მართვის პრაქტიკული გამოცდილება.
- PR-ისა და საქმიანი კომუნიკაციის უნარები — ძირითადი გზავნილების, გამოსვლის ტექსტებისა და მედიამასალების მომზადება.
- ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა; MS Office-ის პროგრამების პრაქტიკული გამოყენება.
- ორგანიზებულობა, ინიციატივიანობა, პასუხისმგებლობა, მიუკერძოებლობა და მოლაპარაკების უნარი.
უპირატესობა მიენიჭება სპორტულ ან საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობისა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილებას, სროლის დისციპლინების, უსაფრთხოების მოთხოვნებისა და შესაბამისი სანებართვო პროცედურების ცოდნას.
დამოუკიდებლობის მოთხოვნა: დანიშვნის მომენტიდან და მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს სროლის რომელიმე კლუბთან მმართველობითი, სამწვრთნელო, შრომითი, საკონსულტაციო, წარმომადგენლობითი, ფინანსური ან ფორმალური წევრობითი კავშირი.
განაცხადის წარდგენა:
თუ გაქვთ მართვის გამოცდილება და გსურთ თქვენი პროფესიული შესაძლებლობები სროლის სპორტის განვითარებას მოახმაროთ, გიწვევთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის ჩატარების, კანდიდატის კვალიფიკაციისა და პოზიციასთან შესაბამისობის შეფასებისა და შერჩევის მიზნით. მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს.
თემა (subject): გენერალური მდივანი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2026 წ.
ვებგვერდი: https://www.sporting.ge