9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

A01HMJ06 გამოქვეყნდა 8 ოქტ 27 ნახვა

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

IPS Facade გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 9 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"IPS" ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან ქმნის ახალ სტანდარტს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. ჩვენ ინტერიერისა და საფასადო მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე წამყვანი ევროპული ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორი ვართ საქართველოში.

"IPS"-ში გვჯერა, რომ ნებისმიერი უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მხოლოდ მასალაა, მის საბოლოო ღირებულებას პროცესების სიღრმისეული ცოდნა და ოსტატობა განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ჩვენს ყოველ პროექტს ვიწყებთ და ვასრულებთ ცოდნით. კომპანიის მთავარი სიძლიერე კი გუნდია, რომელშიც თითოეული წევრის პროფესიულ ზრდასა და ექსპერტად ჩამოყალიბებაში მუდმივ ინვესტიციას ვდებთ.

მასშტაბების ზრდასთან ერთად, ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ბათუმში.

ვის ვეძებთ?

ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ და ენერგიულ გუნდის წევრს, ვისაც უყვარს დინამიკური, მოძრავი სამუშაო რიტმი, მარტივად პოულობს საერთო ენას ადამიანებთან და შეუძლია სამშენებლო გეგმების მიღმა მასშტაბური შესაძლებლობების დანახვა.

რა იქნება შენი მთავარი მისია?

  • განახორციელო ვიზიტები სამშენებლო ობიექტებზე, შეაგროვო ინფორმაცია მიმდინარე პროექტებზე და დაადგინო მათი საჭიროებები.
  • მოიძიო პოტენციური კლიენტები (დეველოპერები, არქიტექტორები), მართო სატელეფონო ზარები და დაამყარო პირველი კონტაქტი.
  • დაგეგმო შეხვედრები, წარადგინო ჩვენი პროდუქცია და საფუძველი ჩაუყარო გრძელვადიან პარტნიორობას.
  • ასახო მოძიებული ინფორმაცია კომპანიის CRM სისტემაში.

რას ველოდებით თქვენგან?

  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამშენებლო ინდუსტრიაში).
  • თავისუფლად ურთიერთობ ინგლისურ ენაზე (როგორც ზეპირად, ისე წერილობით).
  • მარტივად მუშაობ საოფისე პროგრამებსა და CRM სისტემებში.
  • იცი, როგორ დაამყარო პირველი კონტაქტი კლიენტთან და მართო მოლაპარაკებები.

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • კარიერულ ზრდასა და სტაბილურობას: მეგობრულ და მაღალტექნოლოგიურ გარემოს, სადაც ჩვენი პრიორიტეტი თქვენი პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლა და საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების გაზიარებაა.
  • პრემიუმ მასშტაბებს: მუშაობას მსოფლიო ლიდერ ევროპულ ბრენდებთან და ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ, თანამედროვე არქიტექტურულ პროექტებზე.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ბათუმი
  • სამუშაო სპეციფიკა: დინამიკური სამუშაო გრაფიკი (აქტივობების 80% ეთმობა ქალაქში გადაადგილებასა და კლიენტებთან შეხვედრებს, ხოლო 20% - საოფისე მუშაობას).
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00.
  • ანაზღაურება: კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი გაყიდვებიდან
  • სამსახურებრივი გადაადგილება: მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება (საწვავი)
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა

თუ მზად ხართ, გახდეთ IPS-ის გუნდის წევრი, დაამკვიდროთ ევროპული სიზუსტე და ჩვენთან ერთად შეცვალოთ სამშენებლო ინდუსტრიის ხარისხი, შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://forms.gle/JmoB72c1RfkMtUs68

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა