პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

A11RQ9SP გამოქვეყნდა 10 ნოე 18 ნახვა

რეცეფციონისტი / ადმინისტრატორი

მზიური გარდენსი

მზიური გარდენსი

მზიური გარდენსი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
₾1200–1400 / თვეში ბოლო ვადა: 9 დეკ
შესვლა და განაცხადი

მზიური გარდენსი – თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის / ადმინისტრატორის პოზიციაზე. ანჟამად ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს, რომელსაც უყვარს სტუმრებთან ურთიერთობა და შეუძლია მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები

  • სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და განთავსება;
  • სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა;
  • ჯავშნების ორგანიზება და მართვა სხვადასხვა პლატფორმაზე (Booking.com, Airbnb და სხვა);
  • სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დროული დაკმაყოფილება;
  • სტუმრების პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაჭრა;
  • ადმინისტრაციული პროცესებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
  • ღამის აუდიტის (Night Audit) ჩატარება და დღის ფინანსური თუ საოპერაციო მონაცემების შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა;
  • ღამის აუდიტის ჩატარების ცოდნა და შესაბამისი პროცესების მართვის უნარი;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამებისა და ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების გამოყენების უნარი.

რას გთავაზობთ

  • მეგობრულ გუნდსა და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • სტაბილურ სამსახურს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

ანაზღაურება: 1,200 დან 1,400 ლარამდე ლოკაცია: ბათუმი, თამარ მეფის გამზირი N14 სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე. წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: „რეცეფციონისტი / ადმინისტრატორი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა