← ყველა ვაკანსია

A1HXD2R1 გამოქვეყნდა 20 ნოე 14 ნახვა

ოფის მენეჯერის დამხმარე

Vizitka.ge გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 20 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 20 დეკ

სარეკლამო და პოლიგრაფიული კომპანია „ვიზიტკა.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.

თუ ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და გსურთ განვითარება მენეჯმენტში, გელოდებით ჩვენს გუნდში! ვეძებთ ენერგიულ და ყურადღებიან თანამშრომელს, რომელიც დაეხმარება მენეჯერს ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზებაში, მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და შეკვეთების მართვაში.

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებლების მიღება და მათი მოთხოვნების გარკვევა;
  • სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაცია მომხმარებლებთან;
  • შემოსული შეკვეთების მიღება, აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის სისტემაში შეტანა;
  • შეკვეთების დეტალების დაზუსტება და საჭირო ინფორმაციის გადაცემა დიზაინერებისა და წარმოების თანამშრომლებისთვის;
  • შეკვეთების შესრულების პროცესის მონიტორინგი და ვადების კონტროლი;
  • მომხმარებლებისთვის შეკვეთების სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მენეჯერის ყოველდღიური საოპერაციო დავალებების შესრულებაში დახმარება;
  • დოკუმენტაციისა და სამუშაო ინფორმაციის მოწესრიგება.

ძირითადი მოთხოვნები

  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (MS Office, Excel);
  • ორგანიზებულობა და რამდენიმე დავალების პარალელურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თავაზიანი და პროფესიონალური დამოკიდებულება მომხმარებლებთან;
  • გუნდური მუშაობისა და სწრაფად სწავლის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დამატებითი უპირატესობა

  • მომხმარებელთა მომსახურების ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების ან შეკვეთების მართვის გამოცდილება;
  • პოლიგრაფიულ ან სარეკლამო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და უნარების მიხედვით;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – შაბათი, 10:00-დან 18:00 საათამდე (დასვენება: კვირა);
  • მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

განაცხადის შემოტანის წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე. ელფოსტის Subject-ში მიუთითეთ: მენეჯერის დამხმარე

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა