IT სტაჟიორი
"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სამსახურში შემდგომში დასაქმების პირობით.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე
- სამუშაო გრაფიკი სტაჟირების პერიოდში-კვირაში 35 სთ
- სამუშაო გრაფიკი დასაქმების შემდგომ - ორშაბათი-პარასკევი 13:00-21:00, შაბათი - 10:00-18:00 (1 სთ შესვენება)
სტაჟიორი ჩაერთვება:
- პრობლემური კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრის საკითხებში;
- შიდა დომეინ ქსელში ჩართული კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფის განახლების, ოპერატიული სისტემების ინსტალაციის საკითხებში;
- პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა) ინსტალაცია /გამართვის საკითხებში;
- ლექტორის/სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე სათანადო ლექციისათვის კომპიუტერული ტექნიკის გამართვის საკითხებში;
- უნივერსიტეტის პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის დახმარების აღმოჩენის საკითხებში რომელიც უკავშირდება უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობისას წარმოშობილი სირთულეების გადაწყვეტას;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სხვა საკითხებში;
ვის ვეძებთ?
- თუ ხარ მოტივირებული;
- გაინტერესებს IT მხარდაჭერა;
- გაქვს მინიმალური ცოდნა IT სფეროში და გსურს დასაქმდე ამ მიმართულებით;
- არ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
მაშინ ჩვენ გეძებთ შენ!
რას გთავაზობთ?
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ დასაქმებას;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერისგან თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ "IT სტაჟიორი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.