9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

A2PG7ED4 გამოქვეყნდა 15 ოქტ 53 ნახვა

სამედიცინო აპარატურის გაყიდვების წარმომადგენელი

მედიქალ ვორლდი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში −36% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,352 ₾ · 151 განცხადება ბოლო ვადა: 16 ნოე

კომპანია "Medical World - მედიქალ ვორლდი" საქართველოს ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას თავდაპირველად სამედიცინო სფეროსთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის აპარატურისა და აღჭურვილობის იმპორტი და მისი შემდგომი დისტრიბუცია წარმოადგენდა.

მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია სამედიცინო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

წლების განმავლობაში "Medical World - მედიქალ ვორლდი" თანმიმდევრულად აფართოებდა საქმიანობის სფეროებს. 2017 წელს კომპანიის მიმართულებებს დაემატა სამედიცინო ლაბორატორია.

დღეს "Medical World - მედიქალ ვორლდი" აერთიანებს სამედიცინო სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას და მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი სერვისები და ფართოვდება კომპანიის საქმიანობის არეალი არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

"მედიქალ ვორლდ" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო აპარატურის გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი, ქ.ბათუმი, ქ.ქუთაისი; სამუშაო განაკვეთი: სრული; ანაზღაურება: 1500 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი სამუშაო მიმართულებები:

  • პოტენციური მომხმარებლისთვის, კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების აქტიური შეთავაზება;
  • კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება;
  • არსებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება;
  • მომხმარებლების საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა;
  • კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტების და მიმდინარე ცვლილების შესახებ;
  • საბაზრო ფასების და ახალი პროდუქტების მონიტორინგი;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ყოველკვირეული დაგეგმვა და რეპორტის წარმოება;
  • ყოველთვიური გეგმით განსაზღვრული შედეგების შესრულება;
  • სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, კანდიდატს პერიოდულად მოუწევს მივლინებებში ყოფნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამედიცინო გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
  • მართვის მოწმობა.

საჭირო კომპეტენციები/უნარები:

  • სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • ინიციატივის გამოვლენის უნარი;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო — სადაც გუნდური თანამშრომლობა, განვითარება და პაციენტზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები — ტრენინგები, სწავლა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • თანამედროვე და ორგანიზებული სამუშაო პროცესი — რომელიც ხელს უწყობს როგორც თანამშრომლის, ისე კომპანიის მუდმივ განვითარებას;
  • ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა სპეციალური პირობებით, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის;
  • FitPass-ის პროგრამა — ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ვებგვერდებსა და სოციალური მედიის გვერდებს: https://mlab.ge/ https://mworld.ge/ https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის Subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება: "სამედიცინო აპარატურის გაყიდვების წარმომადგენელი თბილისში/ბათუმში/ქუთაისში".

კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით, დადგენილი წესის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა