← ყველა ვაკანსია

A2WSAPKA გამოქვეყნდა 18 ნოე 2 ნახვა

დამწყები სოციალური მედიისა და მარკეტინგის მენეჯერი

ორნი + გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 18 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ

შპს “ორნი+” აცხადებას ვაკანისიას დამწყები სოციალური მედიისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

“ორნი+” არის ვენტილაცია-კონდიცირების პროექტირების შოურუმი, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება B2B სექტორს ვენტილაცია, კონდიცირების პროექტირების დაგეგმვასა და განხორციელებაში. „ორნი+“ სთავაზობს მომხმარებელს ვენტილაცია-კონდიცირების დანადგარების ფართო არჩევანს.

ჩვენ ვეძებთ კრეატიულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც უხელმძღვანელებს და განავითარებს კომპანიის სოციალურ მედიას, იზრუნებს, დანერგავს ბრენდის მყარ ონლაინ პოზიციას და ჩაერთვება ყოველდღიურ საოფისე პროცესებში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სამტრედიის ქ. 50ბ; სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (საოფისე და დისტანციური მუშაობა, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით); სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, კანდიდატის საჭიროებებისა და კომპანიის სამუშაო პროცესების გათვალისწინებით; ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის სოციალური მედიის ანგარიშების (Facebook, Instagram და სხვა პლატფორმები) მართვა;
  • სოციალური ქსელებისთვის პოსტების, ვიზუალური მასალისა და სარეკლამო კონტენტის მომზადება და გამოქვეყნება;
  • მოკლე ვიდეოების (Reels და facebook Shorts) გადაღება, მონტაჟი და შესაბამის პლატფორმებზე განთავსება;
  • სოციალური მედიის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და მართვა;
  • კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების პოპულარიზაცია ციფრული არხების საშუალებით;
  • სოციალური მედიის აქტივობების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
  • საჭიროების შემთხვევაში, საოფისე დოკუმენტაციის მოწესრიგება, მომზადება და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
  • კომპანიის ყოველდღიურ საოფისე საქმიანობაში საჭიროებისამებრ ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სოციალური მედიის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Facebook-ისა და Instagram-ის მართვის ცოდნა;
  • სარეკლამო ინსტრუმენტებთან (Meta Ads Manager) მუშაობის გამოცდილება ან მათი შესწავლის სურვილი;
  • მოკლე ვიდეოების გადაღებისა და მონტაჟის უნარი;
  • კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების შეთავაზების უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • საოფისე პროგრამებთან (Microsoft Word, Excel და სხვა) მუშაობის საბაზისო ცოდნა.
  • ინგლისურის კარგად ცოდნა.
  • დამატებითი უპირატესობები
  • Canva-ს, CapCut-ის ან სხვა დიზაინისა და ვიდეომონტაჟის პროგრამების ცოდნა;
  • Google Ads-თან მუშაობის გამოცდილება;
  • ფოტო და ვიდეო გადაღების გამოცდილება;
  • ქართულ ენაზე კონტენტის მომზადების უნარი;
  • მარკეტინგის ან ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით გამოცდილება.

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • ჰიბრიდულ სამუშაო გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს;
  • პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესაბამის ანაზღაურებას.
  • გაყიდვების შედეგებზე დაფუძვნებული საბონუსო სისტემას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე. და სათაურში მიუთკთეთ ვაკანტური პოზიციის სახელი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა