შენობა-ნაგებობების სარემონტო და საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი
შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შენობა-ნაგებობების სარემონტო და საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა, გუნდის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; - მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი და შენარჩუნება; - შენობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტების დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა; - მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალი, გაზი, კანალიზაცია და სხვ.) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; - კომუნალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და დროული მოგვარება; - შესაბამისი საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების ბიუჯეტირებაში მონაწილეობა; - სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ კონტრაქტორებთან ურთიერთობა და მათი საქმიანობის კონტროლი; - ტექნიკური დოკუმენტაციის, ანგარიშგებისა და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება; - შრომის უსაფრთხოებისა და შესაბამისი ნორმატიული მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა; - კომპანიის შესაბამის სამსახურებთან და გარე უწყებებთან (მუნიციპალიტეტი, კომუნალური სამსახურები და სხვ.) კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები განათლება: - უმაღლესი განათლება სამშენებლო, სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის ან მონათესავე მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი სასურველია).
სამუშაო გამოცდილება: - მინიმუმ 5 წლის სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/საექსპლუატაციო მიმართულებით; - მინიმუმ 2 წლის მენეჯერული/ხელმძღვანელი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - სასურველია გამოცდილება ინფრასტრუქტურული (მათ შორის, სარკინიგზო) პროექტების მართვაში.
პროფესიული ცოდნა და უნარები: - სამშენებლო ნორმებისა და წესების (სნიპ/ტექნიკური რეგლამენტები) ღრმა ცოდნა; - შენობა-ნაგებობების ტექნიკური ექსპლუატაციისა და მიმდინარე რემონტების მართვის გამოცდილება; - მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების (წყალმომარაგება, გაზმომარაგება, კანალიზაცია) სფეროს ცოდნა; - პროექტების დაგეგმვისა და ბიუჯეტის მართვის უნარი; - გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები; - სამშენებლო სფეროში გამოყენებადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მაგ. AutoCAD და მსგავსი); - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; - გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი; - სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი; - მოქნილობა და მზადყოფნა მივლინებებისთვის.
საბუთების წარმოდგენის წესი დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.
NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.