პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

A3GGKE63 გამოქვეყნდა 11 ნოე 0 ნახვა

საოფისე ასისტენტი

MG - ART FEST გარე განცხადება
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 12 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

"MG - ART FEST", საერთაშორისო ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას საოფისე ასისტენტის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ფესტივალებისა და საერთაშორისო გასტროლებისთვის საჭირო საოფისე, დოკუმენტურ და მოსამზადებელ სამუშაოებს.

ძირითადი მოვალეობები

  • ფესტივალებისა და კონკურსებისთვის დიპლომების მომზადება და დაბეჭდვა;
  • ღონისძიების ბილეთების დაბეჭდვა, დაჭრა და დანომვრა;
  • მედლებსა და თასებზე შესაბამისი სტიკერებისა და წარწერების განთავსება;
  • თასების, მედლებისა და დიპლომების დახარისხება, რაოდენობების გადამოწმება და ღონისძიებებისთვის განკუთვნილ პაკეტებში ჩალაგება;
  • ოფიციალური მიმართვების და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება, დაბეჭდვა და ელექტრონულად გაგზავნა;
  • საერთაშორისო გასტროლებისა და ფესტივალებისთვის მონაწილეთა სიების მომზადება, დამუშავება და დაბეჭდვა;
  • მონაწილეებისთვის სამოგზაურო დაზღვევის გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
  • ყოველდღიური საოფისე და საორგანიზაციო პროცესების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Excel) კარგი ცოდნა;
  • პრინტერთან და სხვა საოფისე ტექნიკასთან მუშაობის უნარი;
  • დოკუმენტაციის მოწესრიგებულად და ყურადღებით დამუშავების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ტაშკენტის ქუჩა N.18;
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • ანაზღაურება: 1000 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

სათაურის ველში მიუთითეთ: საოფისე ასისტენტი

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა