გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

A3XW8QMD გამოქვეყნდა 10 ნოე 11 ნახვა

შერჩევის უმცროსი სპეციალისტი

პროკრედიტ ბანკი

პროკრედიტ ბანკი

პროკრედიტ ბანკი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗

გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი პროკრედიტ ბანკის გუნდში!

პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შერჩევის უმცროსი სპეციალისტი.

სამუშაოს აღწერა

  • კანდიდატების შერჩევის ციკლში მონაწილეობის მიღება, ვაკანსიის მოთხოვნის მიღებიდან დასაქმებამდე;
  • კანდიდატებთან და შესაბამის მენეჯერებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა შერჩევის ყველა ეტაპზე;
  • პოტენციური კანდიდატების აქტიური მოძიება სხვადასხვა პლატფორმისა და არხის საშუალებით;
  • შერჩევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა;
  • დასაქმების ფორუმებზე კომპანიის წარმომადგენლობა;
  • დამსაქმებლის ბრენდის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები

  • მოტივირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • სწრაფად ათვისებისა და ლოგიკურად აზროვნების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — “შერჩევის უმცროსი სპეციალისტი“ შემდეგ ელ. ფოსტაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30/11/2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერონალური მონაცემების დამუშავების შესახებ იხილეთ www.procreditbank.ge). გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე. სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა