9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

A4N0057M გამოქვეყნდა 19 ოქტ 30 ნახვა

ხარისხის კონტროლის ინსპექტორი

ბაუმერი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე
ფორმა · განცხადებაში

კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება. ** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი. ** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება. დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის ინსპექტორის (QC Inspector) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • MEP სამუშაოების (მექანიკური, ელექტრო, სანტექნიკური) ხარისხის ინსპექტირება ITP-ის (Inspection & Test Plan), მეთოდ სტეიტმენტების (Method Statement), მოქმედი სტანდარტებისა და ჩეკლისტების მიხედვით:
  • საკონტროლო წერტილების (Hold/Witness Point) დამოწმება, მათ შორის ტესტირებების დამოწმება: წნევის ტესტი, ჰერმეტულობა, ელექტრო და ფუნქციური ტესტები;
  • გაშვების (Commissioning) პროცესის მონიტორინგი;
  • მასალების ინსპექტირება: სერტიფიკატების (MTC) გადამოწმება და ვიზუალური კონტროლი;
  • შეუსაბამობების (NCR) იდენტიფიცირება, დოკუმენტირება და ფოტოფიქსაცია;
  • რეპორტინგი და ჩანაწერების წარმოება (WIR, ინსპექციის ჩანაწერები, ტესტ-ჩანაწერები);
  • საიტის QC ინსპექტორების self-inspection პროცესის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური/პროფესიული განათლება (ინჟინერია, სამშენებლო) ან ეკვივალენტური გამოცდილება;
  • მინიმუმ 3 წელი MEP ინსტალაციაში ან ინსპექტირებაში;
  • სამშენებლო/სამონტაჟო პროექტებზე MEP სისტემების ინსტალაციის ან ხარისხის კონტროლის გამოცდილება;
  • ინგლისური (ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვის დონეზე);
  • ტექნიკური დოკუმენტაციის (ნახაზები, სპეციფიკაციები) კითხვის უნარი;
  • MS Office (Excel) საბაზისო დონეზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ფორმატი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00 ან 09:00-18:00;
  • ლოკაცია: თბილისი: მუხრან მაჭავარიანის 65;
  • მივლინების საჭიროება: თბილისის ობიექტები და საჭიროებიდან გამომდინარე რეგიონებში ვიზიტი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა