გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

A5QZM5XS გამოქვეყნდა 18 ნოე 19 ნახვა

შოურუმის & საოფისე ოპერაციების კოორდინატორი

BAIC საქართველო გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 18 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 18 დეკ

"BAIC საქართველო" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის & საოფისე ოპერაციების კოორდინატორის პოზიციაზე.

"BAIC საქართველო" - საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. BAIC დაარსდა 1958 წელს ჩინეთში, აწარმოებს მსუბუქ ავტომობილებს, SUV-ებსა და ელექტრომობილებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

დეპარტამენტი: კომერციული დეპარტამენტი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00. ადგილმდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი #100, დიღომი, თბილისი.

ფუნქციები

  • საავტომობილო ცენტრში შემოსული მომხმარებლების მიღება მომსახურების სტანდარტების დაცვით და მათი საჭიროების განსაზღვრა;
  • ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების და ფასების შესახებ შემოსულ სტუმრებთან ინფორმაციის გაზიარება;
  • შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი, პირველადი ინფორმაციის გაზირება და ზარის გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან;
  • შოურუმში შემოსული სტუმრებისთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და წყლის ან ყავის/ჩაის შეთავაზება;
  • ციფრული არხების საშუალებით შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან;
  • მომხმარებლების ჩაწერა სერვისზე, ჯავშნის დეტალების გაზიარება SMS შეტყობინების სახით და დღის განრიგის მონიტორინგი;
  • მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა, მათი უკუკავშირის მოსმენა, ინფორმაციის აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება;
  • გაყიდვებთან და სერვისთან დაკავშირებული საინფორმაციო ბროშურების და სტენდების სისწორის კონტროლი და მათ დროულად განახლებაზე ზრუნვა;
  • ბრენდირებული აქსესუარების შოურუმში პრეზენტაციაზე ზრუნვა და ახალი კოლექციის მიღების შემთხვევაში, სოციალურ მედიაში ინფორმაციის გაზიარებაზე ზრუნვა (მაგალითად, ინფორმაციის მიწოდება მარკეტინგის მიმართულებასთან, ფოტოსესიის ორგანიზება, პერიოდული აქციების ინიცირება);
  • საჭიროების შემთხვევაში, საავტომობილო აქსესუარების და სერვისის ღირებულების გადახდისას, საბანკო ტერმინალზე თანხის გატარება;
  • პერიოდული შიდა აუდიტისთვის მომზადება და კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესის ბრენდის და კომპანიის სტანდარტებზე მორგება;
  • ყოველდღიური საოფისე ოპერაციებისთვის მცირე შესყიდვების განხორციელება (მაგალითად, საკანცელარიო მარაგის შევსება, სტუმრების ლაუნჯისთვის და თანამშრომლების საერთო სივრცეებისთვის პროდუქციის შესყიდვა);
  • საავტომობილო ცენტრში სისუფთავის, გამწვანების, გათბობა-გაგრილების წესრიგში მუშაობის მონიტორინგი.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების გამოყენების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. შპს "ნოვკომ"-ის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით, რომ:

თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ნოვკომ"-ის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

შპს "ნოვკომ"-ი თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა