9760 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

A7A9CGEW გამოქვეყნდა 3 ოქტ 5 ნახვა

უსაფრთხოების თანამშრომელი

გორგია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ოქტ

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე, (გურჯაანი)

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; - სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; - კვებას. - Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - მარკეტში არსებული პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქურდობის ფაქტების პრევენცია; - რობლემატურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია პრობლემის აღმოფხვრის მიზნით; - მომხმარებლის მიერ ფარულად მითვისებული პროდუქციის ანაზღაურების უზრუნველყოფა; - საწყობებიდან პროდუქციის რეალიზაციის შესაბამისად და სტანდარტის დაცვით გასვლის პროცესის მონიტორინგი; - დაზიანებული პროდუქციის აღრიცხვა და პროცესის მონიტორინგი; - თანამშრომლების მიერ გამოწერილი ფასდაკლებების კონტროლი; - თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული პრობლემების გადაჭრა; - გეგმიური და არაგეგმიური აღწერების დროს დანაკლისებში არსებული პროდუქციის მოკვლევა-მოძიების პროცესის წარმოება; - გუნდში ჯანსაღი ურთიერთობების და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა; - ხელმძღვანელთან გარკვული პერიოდულობით შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - გამართული კომუნიკაციის უნარი; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - გუნდის მართვის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
გორგია
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა