ბიბლიოთეკარი
შპს "თბილისის არქიმედეს სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის გამზ. N43; შპს "თბილისის არქიმედეს სკოლა".
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სკოლის ბიბლიოთეკის საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
- საბიბლიოთეკო ფონდის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და განახლება;
- წიგნების გაცემა-დაბრუნების პროცესის მართვა;
- ბიბლიოთეკის რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის;
- მოსწავლეებში კითხვის კულტურისა და წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
- ბიბლიოთეკაში არსებული რესურსების სათანადო დაცვა და მოვლა;
- საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია ბიბლიოთეკაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მოსწავლეებთან ეფექტიანი ურთიერთობის უნარი.
პიროვნული კომპეტენციები
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- ყურადღებიანობა და კეთილგანწყობა;
- ინიციატივიანობა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და შესრულების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე.