8486 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

A8K8Q3WC გამოქვეყნდა 4 სექ 4 ნახვა

კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი

მეგატექნიკა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

მეგატექნიკა უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Electrolux, Simfer, Philips, Delonghi, Kenwood, Braun, Acer და სხვა.

მეგატექნიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი, 10:00-19:00

ანაზღაურება: ფიქსირებული

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტთა ბაზებზე მუშაობა და მათთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება

** ონლაინ მაღაზიებთან თანამშრომლობის პროცესის წარმართვა

** ახალი კლიენტების მოძიება - მათ შორის ადგილზე ვიზიტები და პირისპირ შეხვედრა-შეთანხმებები

** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობის წარმართვა

** გაყიდვების/გატარებების ასახვა შესაბამის პროგრამულ სისტემაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების ან კორპორატიულ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

** მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის წარმართვის უნარი

** შედეგზე ორიენტირებულობა

** MS Office (Excel - საშუალო დონეზე), პროგრამული სისტემები/CRM ტიპის პროგრამები,

** სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია)

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მართვის უნარი

** გუნდურობა და მოქნილობა ცვალებად გარემოში მუშაობისთვის

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის".

მეგატექნიკა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, "შპს ომეგა" (ს/კ:, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., N11) დაამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის სერტიფიკატებს, დიპლომებს და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გამო ელექტრონულ ან/და ამობეჭდილი სახით. თუ მხარეთა შორის გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ:, ელექტრონული ფოსტა:

პირის მიერ რეზიუმის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ შპს "ომეგას" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მეგატექნიკა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის