9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

AABZZP8E გამოქვეყნდა 5 ოქტ 35 ნახვა

სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი

ტელექსი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾530–1200 / თვეში −36% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,354 ₾ · 96 განცხადება ბოლო ვადა: 6 ნოე

თუ გამოირჩევი ადამიანებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარით, ხარ მოტივირებული, პასუხისმგებლიანი და ეძებ სამუშაო გარემოს, სადაც შეძლებ, როგორც პროფესიულ განვითარებას, ისე სწავლასთან შეთავსებას, ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა!

გამოცდილება სავალდებულო არ არის, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოტივაცია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაციის უნარი, ახალი ცოდნისა და გამოცდილებების მიღების სურვილი.

ჩვენს შესახებ:

"ტელექსი" წიგნების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს. ჩვენი მთავარი მიზანია ქართული და მსოფლიო ლიტერატურის პოპულარიზაცია, წიგნიერების ხელშეწყობა და მკითხველისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელება;
  • მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების სწორად იდენტიფიცირება;
  • მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთის გაფორმება და შესაბამის სისტემაში მათი აღრიცხვა;
  • ინდივიდუალური ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • მომხმარებელთან გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება ქართულ ენაზე;
  • აზრის მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილი და უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • წინასწარ პროფესიულ ტრენინგს და სამუშაოსთვის სრულფასოვან მომზადებას;
  • პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას;
  • მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

  • შესაძლებელია, როგორც სრული, ასევე სხვადასხვა ტიპის არასრული სამუშაო გრაფიკი;
  • ანაზღაურება შეადგენს 530-დან 1200 ლარამდე, სამუშაო გრაფიკისა და დატვირთვის შესაბამისად + ბონუსი;
  • სამუშაო ადგილი — თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის 25;
  • შერჩევის პროცესი მოიცავს 1 გასაუბრებას.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

მადლობა დაინტერესებისთვის, ტელექსის გუნდი გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა