8594 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AAY7M5XX გამოქვეყნდა 9 სექ 4 ნახვა

BRG

BRG

ადმინისტრაციული მენეჯერი

BRG გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

BRG Service აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

BRG Service სარემონტო და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან მომსახურებაზე, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებზე, ეფექტურ კომუნიკაციასა და მაღალი სტანდარტის მომსახურების შექმნაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება კლიენტებთან კომუნიკაციაში, ადმინისტრაციული პროცესების მართვასა და კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციაში.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

** კომპანიის სხვადასხვა მიმართულების პრაქტიკულად შესწავლის შესაძლებლობას;

** თანამედროვე სამუშაო სისტემებთან და CRM პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილებას;

** ორგანიზებულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

** კომპანიის ზრდასთან ერთად პასუხისმგებლობისა და პოზიციის განვითარების შესაძლებლობას;

** ფიქსირებულ ანაზღაურებას და წარმატებულ პროექტებზე მიბმულ ბონუს სისტემას.

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;

** სამუშაო განრიგი: ორშაბათი პარასკევი, 10:00-19:00;

** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი;

** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;

** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + წარმატებულ პროექტებზე მიბმული ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** საკომუნიკაციო არხებიდან (სატელეფონო ზარები, სოციალური ქსელები, ვებგვერდი ან სხვა) შემოსული მოთხოვნების მიღება და მართვა;

** პოტენციურ კლიენტებთან პირველადი კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მოთხოვნების შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;

** კლიენტებისა და მათი მოთხოვნების CRM სისტემაში რეგისტრაცია, ინფორმაციის განახლება და პროცესის შესაბამის ეტაპამდე მიყოლა;

** კლიენტებთან შეხვედრებისა და ობიექტზე ვიზიტების ორგანიზება, დაგეგმილი აქტივობებისა და შეთანხმებული საკითხების შესრულების კონტროლი;

** კომპანიის ხელმძღვანელობასთან და პროექტის მენეჯერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების კოორდინაცია;

** ხელოსნების, ბრიგადების, კონტრაქტორებისა და სხვა საჭირო სპეციალისტების მოძიება, მათთან პირველადი კომუნიკაცია და მონაცემთა ბაზის წარმოება;

** ხელმძღვანელობის დავალებით კომპანიისთვის საჭირო ინფორმაციის, მომსახურებებისა და პოტენციური პროექტების მოძიება;

** კომპანიის შიდა ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზებაში მონაწილეობა და დადგენილი სამუშაო სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა;

** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის მითითებით სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ადმინისტრაციულ, კლიენტებთან ურთიერთობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

** აუცილებელია ქართული ენის გამართული ცოდნა (წერითი და ვერბალური);

** ინგლისურ ან/და რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარი;

** CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** სასურველია სარემონტო ან სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

საკვალიფიკაციო უნარები:

** სწრაფი ადაპტაციისა და ინფორმაციის ათვისების უნარი;

** ეფექტური და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი;

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** რამდენიმე მიმდინარე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

** ინიციატივა და განვითარების სურვილი;

** შედეგზე ორიენტირებულობა.

კანდიდატთა შერჩევა: დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: და წერილის სათაურში მიუთითეთ: "ადმინისტრაციული მენეჯერი".

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე:

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
BRG
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა