8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AB3B1S2Z გამოქვეყნდა 2 სექ 4 ნახვა

სავაჭრო აგენტი

ქართული აგრო სახლი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1600 / თვეში ბოლო ვადა:

სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ლოკაცია: ქ. ბათუმი

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:00, შაბათი: 09:00-14:00

ანაზღაურება: 1600 ლარი NET

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტებზე ვიზიტი დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;

** შეკვეთების პროგრამული ასახვა დადგენილი გრაფიკის მიხედვით;

** სავაჭრო წერტილებში კომპანიის პროდუქციის პლანოგრამის შესაბამისად განთავსებისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;

** პროდუქციის დაბრუნებების აღრიცხვა და კონტროლი;

** არსებულ სავაჭრო ქსელებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და ურთიერთობის განვითარება;

** ახალი გაყიდვის არხებისა და სავაჭრო ობიექტების მოძიება და განვითარება;

** არსებულ ქსელში ახალი ობიექტების მოძიება;

** გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და უფლებამოსილების ფარგლებში მათი აღმოფხვრა ან უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;

** თვის გაყიდვების გეგმის შესრულება;

** სამუშაო დროის სრულად და ეფექტურად გამოყენება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად;

** სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების GPS-კონტროლის წესების დაცვა;

** ხელმძღვანელობის მიერ დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება თანამშრომლის კვალიფიკაციისა და უფლებამოსილების ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;

** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;

** სავაჭრო აგენტის, გაყიდვების ან დისტრიბუციის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** პროდუქციის მახასიათებლებისა და სადისტრიბუციო ქსელის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** დეტალებისადმი ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** საწვავის ხარჯის ანაზღაურებას კომპანიის მხრიდან;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** ფასდაკლებას ჩვენს პროდუქციაზე;

** პერიოდულ საჩუქრებსა და სხვადასხვა აქტივობებს კომპანიისგან.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ქართული აგრო სახლი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის