სტაჟიორი - ამზომველი / მხაზველი
კომპანია “აიზომა” – (გეოდეზიური და საამზომველო მომსახურებების სფერო) აცხადებს ვაკანსიას ამზომველი / მხაზველი სტაჟიორის პოზიციაზე შემდგომში დასაქამების პერსპექტივით.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება გეოდეზიისა და საამზომველო სფეროში. სადაც თქვენ იმუშავებთ თანამედროვე მოწყობილობებთან და პროფესიონალების გუნდთან ერთად.
სავალდებულო მოთხოვნა: - მართვის მოწმობა (B კატეგორია) – აქტიური და მოქმედი - არ მოითხოვება გამოცდილება – ყველაფერს ვასწავლით ადგილზე, ნულიდან - პუნქტუალურობა, ორიენტირება დეტალებზე, პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი
სასურველი უნარები და ცოდნა: - ტექნიკური განათლება (გეოდეზია, არქიტექტურა, მშენებლობა ან შესაბამისი მიმართულება) – ჩაითვლება უპირატესობად - გეოდეზიური ტექნიკის და CAD პროგრამების (AutoCAD, Civil 3D და სხვ.) ცოდნა – სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო - ფიზიკური გამძლეობა საველე პირობებში სამუშაოდ
რას გთავაზობთ: - რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა - სრულფასოვანი გადამზადება და მენტორის მხარდაჭერა - პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარება - დასაქამება
სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ – დასაქმების რეალური პერსპექტივა სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე სტატუსი: ანაზღაურებადი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@izoma.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: „სტაჟიორი – ამზომველი / მხაზველი“