ტაიტლების სპეციალისტი
"კაუკასუს აუტო", 22-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს “კაუკასუს აუტო” საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.
‘კაუკასუს აუტოში’ ლოგისტიკის გუნდი კომპანიის საქმიანობის ხერხემალია და სწორედ ამ მეგობრულ გუნდში სათავო ოფისში ტაიტლების სპეციალისტს ვეძებთ, რომელიც:
- უზრუნველყოფს საერთაშორისო აუქციონებზე შეძენილი ავტომობილების ტაიტლების (საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების) შეუფერხებელ ტრანსპორტირებას და მუდმივად გააკონტროლებს ამ პროცესს;
- აქტიური კომუნიკაცია ექნება საერთაშორისო ავტოაუქციონებთან (Copart, IAAI და სხვ.) დოკუმენტაციის სტატუსის დაზუსტების, ხარვეზების აღმოფხვრისა და დროული აღრიცხვის მიზნით;
- იმუშავებს ავტომობილის გასაღებებთან დაკავშირებულ პრობლემურ ქეისებზე: აუქციონებთან მოიძიებს და დააზუსტებს საჭირო ინფორმაციას, შემდეგ კი ასახავს მას ბაზაში;
- დროულად განაახლებს დოკუმენტაციისა და გასაღებების სტატუსებს შიდა პროგრამულ სისტემაში და ყოველდღიურად მიადევნებს მათ თვალს;
- მიაწვდის შიდა გუნდსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ზუსტ და დროულ ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობისა და სტატუსების შესახებ.
თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ
- ხართ ზუსტი, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი, გამოირჩევით კომუნიკაბელურობითა და გუნდური მუშაობის უნარით;
- ეფექტურად მართავთ დროს, სწორად განსაზღვრავთ პრიორიტეტებს და სწრაფად პოულობთ გამოსავალს პრობლემურ სიტუაციებში;
- იცნობთ ან მზად ხართ გაეცნოთ ავტოიმპორტის სფეროსა და საერთაშორისო აუქციონების სპეციფიკას (მსგავს პოზიციაზე, ლოგისტიკის ან დოკუმენტბრუნვის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- კარგად ფლობთ საოფისე პროგრამებს;
- კარგად მეტყველებთ და წერთ ინგლისურ ენაზე, რაც აუქციონებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის აუცილებელია.
- შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/iZZhD