9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ABWZHVSN გამოქვეყნდა 13 ოქტ 35 ნახვა

Wilbour Holding

Wilbour Holding

მიმტანი

Wilbour Holding გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾950 / თვეში −38% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,541 ₾ · 55 განცხადება ბოლო ვადა: 29 ოქტ
დაზღვევა · განცხადებაში

2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო Bellhop და რესტორანი Brod გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, Wilbour Holding ახორციელებს. ჰოლდინგმა აქამდე განხორცილებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, მიმტანის პოზიციაზე. ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69 სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე სახელფასო განაკვეთი: თვიური 1100 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სტუმრების გამასპინძლება, შეკვეთების მიღება, ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა - მენიუს ცოდნა შემადგნელობისა და ალერგენების გათვალისწინებით - შეკვეთის შეყვანა და კონტროლი შესაბამის პროგრამაში/სისტემაში - სარესტორნო სივრცის/მაგიდის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება, მოწესრიგება - სტუმართა ინფორმირება სპეციალური შეთავაზებების შესახებ - ანგარიშსწორების და მსგავსი პროცედურების მართვა - ეფექტური და დროული კომუნიკაციის დამყარება უშუალო ხელმძღვანელთან და გუნდის წევრებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: - ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა - პასუხისმგებლიანობა - გუნდური მუშაობის უნარები - ორგანიზებულობა, დისციპლინურობა - ეფექტური საკომუნიკაციო უნარები - უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სასტუმრო/სარესტორნო სფეროში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ აღნიშნული ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1UZxUaoH6xTqnBYoo7esb3v2XOerQ0Mddxa6PeunEeIM/edit

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა