← ყველა ვაკანსია

ACGY7GDH გამოქვეყნდა 19 ნოე 14 ნახვა

აკადემიური თანამდებობები

თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ორიგინალზე გადასვლა ↗

გამოქვეყნდა 19 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 20 დეკ

სწავლება · განცხადებაში

შპს "თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი" (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამაზე:

  • ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

ჯანდაცვის ფაკულტეტზე

სტომატოლოგიის ქართულენოვან, რუსულენოვან და ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტი - 2 საშტატო ერთეული.

საკონკურსო პირობები:

პროფესორი

3.1. 6 წლით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

  • არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
  • აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ხოლო ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, დამატებით გააჩნია კლინიკური გამოცდილება - სულ მცირე 9 წელი;
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს 3 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
  • ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
  • აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და თჰუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

ასოცირებული პროფესორი

3.2. 6 წლის ვადით ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

  • არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
  • აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ხოლო ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, დამატებით გააჩნია კლინიკური გამოცდილება - სულ მცირე 5 წელი;
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს 2 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
  • ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
  • აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და თჰუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

ასისტენტ-პროფესორი

3.3. 4 წლის ვადით ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი:

  • რომელიც არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
  • აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს 1 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
  • ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
  • აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან/და თჰუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

ასისტენტი

3.4. 4 წლის ვადით ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

  • არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან არის დოქტორანტი;
  • აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან/და თჰუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, აკადემიურ თანამდებობაზე ასევე შეიძლება არჩეულ იქნეს აკადემიური ხარისხის არმქონე პირიც პროფესიული კვალიფიკაციის ნიშნით.

4.1. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურების კრიტერიუმებია:

  • აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • გააჩნია არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სულ ცოტა 2 სამეცნიერო პუბლიკაცია;
  • წარმოადგენს აკადემიური საქმიანობის ხედვას.

4.2. ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურების კრიტერიუმებია:

  • აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • გააჩნია არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე) ან გააჩნია სამეცნიერო/პედაგოგიური მუშაობის 2 წლის გამოცდილება (ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში - ასევე კლინიკური გამოცდილება - სულ მცირე 3 წელი);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 1 სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც;
  • წარმოადგენს აკადემიური საქმიანობის ხედვას.

4.3. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე:

ასისტენტის აკადემიური თანამდებობისთვის პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურების კრიტერიუმებია:

  • აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • გააჩნია არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე) ან გააჩნია სამეცნიერო/პედაგოგიური მუშაობის 1 წლის გამოცდილება (ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში - ასევე კლინიკური გამოცდილება - სულ მცირე 3 წელი).

დამატებითი ინფორმაცია: აკადემიურ პერსონალთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა და აფილირებულობა:

5.1. კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს განცხადება მხოლოდ ერთ საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე.

5.2. აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ თჰუ-ის რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებო

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა