8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ADWDRAHX გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

შეკვეთების შემგროვებელი

ბიგმარტ.ჯი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1300 / თვეში ბოლო ვადა:

"ბიგმარტი" - სტაბილურობის გარანტი ციფრულ მომსახურებაში

წელიწადში 100, 000-ზე მეტი შეკვეთა, ათასობით აქტიური მომხმარებელი და 5 წლიანი სტაბილური საქმიანობა ქართულ ციფრულ ბაზარზე - "ტრენდმარტი" გთავაზობს არა მხოლოდ სამუშაო ადგილს, არამედ ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს სანდო გარემოს, სტაბილურ შემოსავალს და გუნდს, რომელიც აფასებს თითოეული თანამშრომლის შრომას. თუ ეძებ კომპანიას, სადაც შენი ძალისხმევა შედეგად ითვლება - "ტრენდმარტი" სწორედ შენთვისაა.

"ტრენდმარტი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების შემგროვებლის პოზიციაზე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საწყობში.

ფუნქცია-მოვალეობები: - საწყობში პროდუქციის მიღება-მითვლა-დასტიკერება და ფიზიკურად განთავსების უზრუნველყოფა; (მსუბუქი მცირე ამანათებია) - პროდუქციის შიდა სტანდარტების მიხედვით აგროვება, შეფუთვა, დასტიკერება და სადისტრიბუციო მანქანებში განთავსება; - თვეში ერთხელ საწყობის ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის პროცესში ჩართულობა;

ძირითადი მოთხოვნები: - საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office). - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები: - კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;

პირობები: სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი სამუშაო კვირა; ხელფასი: 1300 ლარი + საბონუსე სისტემა; ჯანმრთელობის დაზღვევა

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბიგმარტ.ჯი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის